საზოგადოება

ფილტვები, ბრონქები, განვითარების შეფასება _ პედიატრები ბავშვებს უფასოდ გასინჯავენ

ჯანმრთელობა და განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობა, ადამიანის ცხოვრებაში ნომერ პირველი პრიორიტეტია. სამედიცინო ჟურნალი ”ოჯახის მკურნალი” სწორედ პატარების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გეხმარებათ კამპანიით ”შვილებისათვის”. კამპანიის ფარგლებში 18 და 19 ნოემბერს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში პედიატრიული ”პრივატ კლინიკის” ექიმები სრულიად უფასოდ შეუმოწმებენ თქვენს შვილებს ფილტვებს, ბრონქებს, სასუნთქ გზებს, წონის და სიმაღლის მიხედვით დაადგენენ განვითარების დონეს და გაგიწევენ შესაბამის რეკომენდაციებს.
კამპანია ”შვილებისათვის” ჟურნალმა ”ოჯახის მკურნალმა” ორი თვის წინ დაიწყო . მის ფარგლებში ბავშვებს სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. უკვე ჩატარდა ორი აქცია, რომლებითაც საზოგადოება ძალიან კმაყოფილია. პირველი იყო სექტემბრის თვეში, მხედველობის შემოწმების ორ დღიანი აქციის ფარგლებში ბავშვებს უფასოდ ამოწმებდნენ და საჭიროების შემთხვევაში უფასო დამატებით გამოკვლევების ვაუჩერს ურიგებდნენ. ოქტომბერში კი ჩატარდა ხერხემლის შემოწმების ასევე უფასო აქცია ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
აღნიშნულ აქციებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასე რომ არ გამოტოვოთ 18 და 19 ნოემბერს დაგეგმილი აქტივობები. ”ოჯახის მკურნალი” პედიატრიული პრივატ კლინიკის მხარდაჭერით უფასო სამედიცინო შემოწმების პარალელურად ბევრ საინტერესო სიურპრიზს დაგახვედრებთ. შეუერთდით კამპანიას ”შვილებისათვის” და ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close