საზოგადოება

ფერმერული მეურნეობა ქართლში, რომელიც შეიძლება, განადგურდეს_ ,,საშვი კვლავ არ ჩანს…”

,,კიდევ ერთი ისტორია, თუ როგორ ზარალდება ფერმერი არასწორი კომუნიკაციის პირობებში. ეს ბექა აფციაურის სათბურია ნატახტარში, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო ფერმერმა. ახლა ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ბოსტნეულის ჩითილები აქვს, რაც ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში საკუთარ მეურნეობაში უნდა დარგოს. თავადაც ქარელში ცხოვრობს. ჩითილების გადარჩენა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტიციის დიდი ნაწილი საბანკო რესურსით აქვს გაღებული. მას შემდეგ, რაც მანქანით გადაადგილებაზე შეზღუდვა გამოცხადდა, ცდილობს კანონის ფარგლები მითითებული ინსტრუქციით იმოქმედოს. ერთი ცხელი ზარიდან მეორე ცხელ ხაზზე, მერე კიდევ სხვა ნომრებიდან ნომრებზე, რამდენიმე დღე არკვევდნენ მისი საშვის ბედს. ამასობაში, ფერმერი დაჯდა მოტოციკლზე, ჩავიდა ნატახტარში და ადგილზე დაიქირავა ადამიანები, რომლებიც ელემენტარულ სამუშაოს გაწევდნენ 22 აპრილამდე, როცა ფერმერი გზის გახსნას ელოდა. თუმცა გაირკვა, რომ საშვის თემა ისევ აქტუალურია და ბიუროკრატიის მეორე წრეზე წავიდა. ახლა სათბურში ისეთი საქმეებია გასაკეთებელი, მისი ჩასვლის გარეშე რომ აღარ გამოვა. საშვი კვლავ არ ჩანს. გამგეობაში უთხრეს, რომ მხოლოდ საათობრივად გადაადგილების უფლების მოპოვებას შეძლებს, ოღონდ მისსავე რეგიონში. არადა მეურნეობა ნატახტარშია, სადაც ხვალ ეს ადამიანი უპირობოდ უნდა იყოს! თუ ვინმეს ხელგეწიფებათ ოპერატიულად გადაუჭრათ პრობლება, რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა ჩითილის გარეშე არ დარჩება, ფერმერი დიდ ზარალს არ მიიღებს და მომხმარებლამდე ქართული პროდუქცია მივა! #საშვებიფერმერებს #დროარითმენს ნომერს მოგწერთ პირადში Nino Zambakhidze საქართველოს მთავრობა Giorgi Khanishvili ქარელის მუნიციპალიტეტის მერია Qartli.ge • შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუსუდან გიგაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close