ვინ იყო უცნობი ქალი, რომელიც ეროსის უყვარდა
,,ეროსის სახელი ხშირად ეშლებოდათ. ერთხელ, მისი სადღეგრძელო დალიეს და ბატონო თერმოსიო, უთხრეს. აი, აქ კი იკივლა ეროსიმ..."
ქართულ თეატრსა და კინოს ჰყავს გამორჩეული მსახიობები, რომელთაც მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ. ერთ-ერთი ასეთი სახელია ეროსი.
მსახიობ ეროსი მანჯგალაძეს არ უყვარდა საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი, ჟურნალისტებსა და პრესის ფურცლებზე ხშირად მოხვედრასაც ერიდებოდა. მისი სიყვარულის ისტორიიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ვიღაც ქალი უყვარდა, მაგრამ მას რატომღაც ეროსის ცოლობაზე უარი უთქვამს. ამ ქალის შესახებ ცნობები ისტორიამ არ შემოგვინახა. როგორც ჩანს, მსახიობს ისე გაუტყდა გული, ცოლის შერთვაზე აღარც უფიქრია. უთქვამს, ვერავის შევიყვარებო.
ერთხელ, ჭაბუკური გახელებითა და სიყვარულით ანთებული თვალებით უცნობებია პედაგოგებისთვის, უღმერთოდ შეყვარებული ვარო. თურმე სარკის წინ ტრიალებდა უჩვეულოდ, მაგრამ … სიცოცხლის ბოლომდე მისთვის ახლობელი ადამიანები და და დის შვილები იყვნენ. მსახიობს საკუთარი ოჯახი არ ჰქონია. მცირე პერიოდი ის და მსახიობი ელენე ყიფშიძე ერთად ცხოვრიბდნენ, მაგრამ მათი ურთიერობა არ აღმოჩნდა ხანგრძლივი.
ეროსის სახელი ბევრს ეშლებოდა, ეძახოდნენ ევრისის, ლავროსის, ეროსპის… ერთხელ ქობულეთში, სოსო ღაღანიძესთან სუფრაზე, ერთმა ეროსის სადღეგრძელო ასე დაიწყო- ბატონო თერმოსიო. აი, აქ კი იკივლა ეროსიმ, ყველა, ყველა, მაგრამ თერმოსიო? და ჩაბჟირდა სიცილისგან…
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ეროსიმ ცხინვალის თეატრში დაიწყო მუშაიბა, მაგრამ რადიოკომიტეტის მოთხოვნით თბილისში დააბრუნეს. პარალელურად მუშაობდა რუსთაველის თეატრში. იმ ოპერიოდში მას ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობდა. პოპულარობა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოვიდა. ეროსი ერთნაირად გენიალური იყო ტრაგიკულ და კომიკურ როლებში. სპექტაკლ ,,ჭინჭრაქაში” განსახიერებულ დათვს მსახიობი ასე იხსენებდა:
პირველად რომ გავიგე, დათვი უნდა მეთამაშა, არ მესიამოვნა- ზღაპრები არ მიყვარს, მაგრამ რაკი რეჟისორმა გვითხრა, მხეცებთან საერთო არაფერი გექნებაო, დავთანხმდი. დილის პირველივე სპექტაკლის შემდეგ, შინ დაბრუნებისას, მეზობლის ბიჭუნა ყვირილით შემეგება: დედა, დათვი მოვიდაო.
ნელი ვარდიაშვილი, ჟურნალი ,,სარკე” , 2006 წელი