სამართალი და კრიმინალი

ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ აბესაძე ბრალს არ აღიარებს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა, რომელმაც ე.წ. მოდულის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ადვოკატის თქმით, აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

შეგახსნეებთ, რომ ოთარ აბესაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, ტივზე რესტორანის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით მიღების სანაცვლოდ ერთ-ერთ პირს 3000 დოლარი გამოართვა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close