სიღნაღის ამბები

,,წნორის ნაძვის ხეს შუაწელიდან გამოსდის განათებები, ისიც ცალ მხარეს და მეორე მხარე გაშეშებული აქვს”

,,მთელი ცხოვრება რომ ვმუშაობ და აქედან 24% ყოველ თვე მექვითება, ანუ ყოველ თვე, 1 კვირა უფასოდ რომ ვმუშაობთ სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო რომ გეუბნება, ეს იმიტომ, რომ უკეთესი ცხოვრების პირობები შეგიქმნაო, მოვაწყო ქუჩები, მოედნები, სკვერები და შენს მაგივრად ვიზრუნოო, ანუ წელიწადში 3 თვის ხელფასი, სახელმწიფოს რომ მიაქვს და ამას გახვედრებს ახალ წელს, ხოა გულდასაწყვეტი ამბავი?"

,,ისეთი იმედგაცრუებული ვარ, ისეთი იმედგაცრუებული ვარ, აბა რა გითხრათ
ახალი წლისთვის, წნორს ისეთ ლამაზს გავხდით, ისეთ ლამაზს, თვალით უხილავსო. თბილისმა 1000 მეტრი განათება მოგვცა და ავაფერადებთ წნორსო.
ფიფქებიც დავამატეთო.
ყოველ დღე გავდიოდი სანახავად.
ხომ იცით ჩემი ამბავი, მთელი სახლი, ეზო, საახალწლოდ მაქვს მორთული, მოკლედ, მჯერა რომ ახალ წელს განსაკუთრებულად მორთული უნდა შეხვდეს ყველაფერი ♡
ხოდა მივედი დღეს,
ჯერ ხო ფიფქები ის დაუმატებიათ, აი ლურჯ წვიმებზე, აქა-იქ სადღაც რომ ამოიკნავლებენ ხოლმე
ახლა კიდევ ნაძვს შეხედეთ რა.
ნაძვი, შარშან უფრო ლამაზი იყო, ხან როგორ ანათებდა ხან როგორ.
ახლა ნაწილი განათებების ზედ მოუბამთ. დგას ეს ნაძვი საწყლად, ნაწილი მხარე სულ ანთია, ნაწილი ციმციმებს.
ეს თბილისიდან ჩამოტანილი განათებები, ნაძვისთვის შუაწელზე მოუბამთ. აი ოდესმე სადმე თუ გინახამთ ნაძვს განათებები შუაწელიდან გამოსდიოდეს?
კაი, ჯანდაბას და გამოსდის, სიმეტრიას ხედავთ?
ის არ გამოგრჩეთ, პოლიციის ეზოში ნაძვი რომ დგას და იმასაც რომ არგუნეს, რა უბედრუად გამოიყურება ისიც.
ხოდა მთელი თვე გასული რომ ვარ და ვმუშაობ, მთელი ცხოვრება რომ ვმუშაობ და აქედან 24% ყოველ თვე მექვითება, ანუ ყოველ თვე, 1 კვირა უფასოდ რომ ვმუშაობთ სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო რომ გეუბნება, ეს იმიტომ, რომ უკეთესი ცხოვრების პრიობები შეგიქმნაო, მოვაწყო ქუჩები, მოედნები, სკვერები და შენს მაგივრად ვიზრუნოო, ანუ წელიწადში 3 თვის ხელფასი, სახელმწიფოს რომ მიაქვს და ამას გახვედრებს ახალ წელს, ხოა გულდასაწყვეტი ამბავი?
ლაგოდეხი გინახავთ? თვალს ვერ მოწყვეტ ისეა ხოლმე განათებული.
გურჯაანი?
თელავი?
ერთი დედოფლისწყარო იყო ხოლმე ჩვენი არ იყოს უბადრუკი და წელს ისიც მორთეს და მოაკოხტავეს.
მარტო საწყალი წნორის ნაძვს გამოსდის შუაწელიდან განათებები, ისიც ცალ მხარეს და თან ნაწილი მხარე გაშეშებული აქვს, ნაწილი უციმციმებს.
კი, “do you like my decorations”-იც ზუსტად მოერგო. ვინც იცით, კი მიხვდებით რატომ.
ამის ნაცვლად, მთელი თავისუფლების ქუჩა ზიგზაგურად რომ განათებულიყო და წელატკიებულ ნაძვად არ გადაექციათ, არა?” წერს ქეთი მოლაშვილი, ,,ცოდნის კაფეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close