პოლიტიკა

დავით ზალკანიანი აშშ-ში საქართველოს ელჩი გახდა, ილია დარჩიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

,,ჩვენ საამაყო ქიზიყში ამდენი სამთავრობო ბიძინისტ--პარაზიტი როგორ დაიბადა, პირდაპირ საოცარია"

,,კიდევ ერთი ბანკირი—ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრად. თანაც კლიენტთა მომსახურების მენეჯერი, რაც ხალხისთვის სულის ამოხდას და ბინა–ქონების წართმევას ნიშნავს. ყოჩაღ ივანიშვილს, ასე არც ერთ მტერს საქართველო არ დაუჩმორებია ჯერ. უსახო ზალკალიანი ივანიშვილის და კრემლის ინფორმატორად ვაშინგტონში. ყოჩაღ ამერიკასაც. მოუფრთხილდით, მოეფერეთ ივანიშვილს, არ გაცივდეს,არ დააცემინოს,  ქართველი ხალხი ჭირსაც წაუღია.ამ პატარა, ჩვენს საამაყო ქიზიყში, კი ამდენი სამთავრობო ბიძინისტ–პარაზიტი როგორ დაიბადა პირდაპირ საოცარია” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

ილია დარჩიაშვილი სიღნაღში დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს იგივე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე, ეკონომიკის მაგისტრი; გრენობლის ბიზნესის სკოლა (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 2011 წელს.

2003-2004წწ. მუშაობდა ს/ს ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად; 2004-2006წწ. ს/ს ბანკ “რესპუბლიკის” ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად; 2006-2012წწ. ს/ს ბანკ “რესპუბლიკის”(ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი; 2012-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 2016-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, 2017-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close