პოლიტიკა

,,დენის გადასახადი 35 თეთრი ხდება_ მთავრობას ჰგონია, რომ ყველაფერი შერჩება…”

ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშურებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა სემეკთან განცხადება გააკეთა.

შალვა ნათელაშვილი:

_ 2002 წლის 30 დეკემბერს ლეიბორისტული პარტიის მიერ ისტორიულად შემცირებული დენის ტარიფი 7-11 თეთრამდე, დღეს 35 თეთრი ხდება! ეს არ არის ამ მთავრობის ბრალი! ეს არ არის ივანიშვილის ბრალი! მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ხალხს, ვინც ამ 18 წლის მანძილზე ხმას აძლევს ყველა თაღლითს, ყველა ,,გადამგდებს”, ყველა მოძალადეს!

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი სადო-მაზოხიზმშია გადავარდნილი. ვინც ჩაგრავს, ატყუებს, სიღატაკეში ამყოფებს, მისი მონა გახდა და ამის შედეგებს ვიმკით დღეს. ეს კომისიაც არაფერ შუაშია ! შუაშიც და თავშიც არის ის ხალხი, რომელიც ქვეყნის ისტორიას უნდა წერდეს, კი არ უნდა ჯღაბნიდეს. უპრეცედენტოა ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება პირველია, რომელმაც ღირებული გაუძვირა ხალხს, როდესაც მსოფლიო მთავრობებს ბიუჯეტი გარეთ აქვთ გამოტანილი და ვირუსის გამო შეღავათების ეპოქა დადგა. მაგრამ ესეც ხალხის ბრალია, რადგან მთავრობას ჰგონია, რომ ყველაფერი შერჩება, ხალხს ყველაფერი დაავიწყდება, რომ მერე გაიყიდებიან ხახვზე, კარტოფილზე, ფულზე, ეშმაკის ვერცხლზე! სანამ ჩვენგან ეშმაკს არ განვდევნით, ყოველთვის მოვლენ ივანიშვილები, გახარიები, კობახიძეები, ჯოჯოები, რომლებმაც დღეს ამ კომისიასთან მოგვიყვანა. 3 თეთრიანი დენი 35 გახდა! ამას ვერცერთი თავმოყვარე საზოგადოება ვერ მოითმენდა და სანამ სახლში ტელევიზორთან ვიჯდებით, ტახტზე წამოკოტრიალებულები და დაველოდებით როდის მოხდება რევოლუცია, როდის დაამხობს ვინმე თქვენს მიერ არჩეულ მარაზმ ხელისუფლებას, არ დაანებრბთ თავს ჩემი ხელფასის და სახლზე აგურების თვლას, სანამ იმ იდეოლოგიის პარტიას არ აირჩევთ ხელისუფლებაში, რასაც ლეიბორისტული პარტია ემსახურება, სულ ხელისუფლებაში მყოფი ავაზაკების მონები იქნებით!

Related Articles

Back to top button
Close