საზოგადოება

,,უცოდველები ცოდვაში, ანაფორები მოდაში, სრულიად ერი არის ბოდვაში…” _უცნობის ახალი კლიპი

მსახიობმა და მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ,,პირვე;ი არხის” ეთერში ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საკმაოდ სკანდალურია. ახალ სიმღერაში მან ბიძინა ივანიშვილს დრუიდი კაცი კაცი უწოდა, რომელმაც ფლორა და ფაუნა დაიმორჩილა და სწორედ ამით გაიწმინდა აურა.
სიმღერის სახელწოდებაა „აუ, აუ“.

„აბა, ვინ მეტყვის, რა არის
ამ საგიჟეთის მიზეზი,
ჩემო ქვეყანავ, ვეღარ გიცანი,
გინდ უპატარძლო ქორწილი,
ჩოხა ახალი შტრიხებით
მე კლასიკისკენ უფრო ვიხრები.
აუ, აუ, ჯვარია თუ აუ, აუ, მტკვარია და
ეს ქვეყანა საჩუქარია,
გული მტკივა ძაან მაგრა,
სიყვარული სადღაც გაქრა,
ის ხომ ღმერთის ნაჩუქარია
ეს ქალია თუ კაცია,
რა გასულია ნაცია,
ვადაგასული სუბლიმაცია…

დრუიდმა კაცმაც დახურა,

გაიჯანსაღა აურა,

დაიმორჩილა ფლორა, ფაუნა…“

აღსანიშნავია, რომ გიორგი გაჩეჩილაძე ივანიშვილის ქალიშვილის, გვანცას ნათლიაა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close