ეკონომიკა

წამლები კიდევ უფრო მეტად გაძვირდა _ საგანგაშო სტატისტიკა

წამლები კიდევ უფრო მეტად გაძვირდა. ოფიციალური ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში მედიკამენტების ფასი 7.2%-ით გაიზარდა. შარშანდელთან შედარებით კი, ზრდა 10%-ზე მეტია.

მოსახლეობა ამბობს, რომ აფთიაქებში მედიკამენტების ფასების საუკეთესო საზომი მათთვის საკუთარი ჯიბე და ჯანმრთელობაა.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები თვლიან, რომ თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე წამლებზე მზარდი ფასების ერთ-ერთი მიზეზი გაუფასურებული ეროვნული ვალუტაა, თუმცა არა მთავარი და არა ერთადერთი.

ექსპერტები ამბობენ, რომ წამალს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული უკონტროლო ვითარება და ოლიგოპოლია აძვირებს.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ლობირებაში ადანაშაულებს, რომლებიც მოგებას პაციენტის ფინანსების ხარჯზე ზრდიან.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები თვლიან, რომ ვითარების გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა, ამას ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება.

მედიკამენტების ფასებით უკმაყოფილო მოქალაქეების ისევე, როგორც ექსპერტების შენიშვნებისა და რეკომენდაციების საპასუხოდ, შესაბამის სახელმწიფო უწყებაში განმარტებებს არ აკეთებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფარმაცევტული ბაზარი ფასს თავად არეგულირებს, რაშიც მთავრობა არ ერევა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close