საზოგადოება

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე თბილისის მერს კიდევ ერთხელ მიმართავს!

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, მიმართავს ქალაქის მერს და აღნიშნავს, რომ თაბუკაშვილისა და ფურცელაძის კუთხის სახლთან N14-თან ქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ისევ გაანახლეს გზის გადათხრა, რამაც შეიძლება ფურცელაძის ქ N 14 სახლის ისეთი დაზიანება გამოიწვიოს, რომ მცირე მიწისძვრის შედეგადაც ჩამონგრეს. ამას კი მოჰყვეს ტრაგიკული შედეგი, რასაც, მერე სინანული და კომისიების შექმნა ვეღარ უშველის.

გიორგი თევზაძე:

_ ამ სახლის კედლებს ბზარი გაუჩნდა მაშინ, როცა 2017 ნოემბრში, მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ დაუგეგმავად  ჩაატარეს სამუშაოები და განახორციელეს ქუჩის სიგრძეზე, საცხოვრებელი სახლის ფუნდამენტთან ახლოს გზის თხრა. ასევე, სიღრმეზე მიწის ამოღება ისე, რომ არ აწარმოეს გამაგრებითი სამუშაოები, რის გამოც გაიბზარა  საცხოვრებელი სახლების კედლები, კარებები არ იკეტებოდა და ა.შ. სახლი გახდა ავარიული. ამასთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ სტატია  და ფაქტობრივი მასალა მედიაში.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე თბილისის ახლადარჩეულ მერს მიმართავს

ამის შემდეგ, მოვიდა ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე და მოსახლეობას დაპირდა, რომ აუცილეებლად ჩატარდებოდა ფუნდამენტის გამაგრებითი სამუშაოები, მაგრამ ამის მაგივრად, 2018 წლის 28 მარტს ისევ გაანახლეს ანალოგიური სამუშაოები აღნიშნულ ქუჩაზე. მხოლოდ იღებენ მიწას და გამაგრებითი სამუშაოები რომ მიმდინარეობს, ამას მოსახლეობა ვერ ხედავს. უფრო მეტად აზიანებენ, ისედაც დაზიანებული სახლის ფუნდამენტს…

მოსახლეობას გვიჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ ადგილით  ვიღაც შეიძლება იყოს დაინტერესებული. ვისთვის და რატომ აწარმოებენ ამ სახის სამუშაოებს, მოსახლეობისათვის უცნობია.

მივმართავთ ქალაქის მერს, ფურცელაძის ქN14 -ს ჩაუტაროს ფუნდამენტის გამაგრებითი სამუშაოები, რამეთუ, მათ მიერ ნაწარმოებმა სამუშაოებმა დააზიანა სახლის ფუნდამენტი და კედლებზე გაჩენილია ბზარები. ასევე, კონტროლი გაეწიოს ამჟამად მიმდინარე სამუშაოებს, რათა სამუშაოებთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობდეს გამაგრებითი სამუშაოები, რომ არ მოხდეს კიდევ უფრო მეტად სახლის ფუნდამენტის დაზიანება. შესაძლებელია, სახლის სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close