საზოგადოება

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე თბილისის ახლადარჩეულ მერს მიმართავს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე თბილისის მერს, კახი კალაძეს საკუთარი ფეისბუქიდან მიმართავს და ურჩევს,  დაინტერესდეს ფურცელაძისა და თაბუკაშვილის ქეჩებზე არსებული მდგომარეობით.  უფლებადამცველი აცხადებს, რომ თბილისში, ფურცელაძისა და თაბუკაშვილის კუთხეში, გზაზე, ქალაქის მერიის დაკვეთით, ერთ-ერთი კომპანია კანალიზაციის მილებს ცვლის. მათ მიერ წარმოებულმა სამუშაოებმა ფურცელაძის ქუჩა N 14- ის კუთხეში მდგომი  საცხოვრებელი სახლი, დიდი ალბათობით, დააზიანა. ფაქტია, რომ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ დასკდა საცხოვრებელი ფართის კედლები. ისე გამოდის, რომ მერია აპირებს, ,,ბავშვის ფეხის ნაბან წყალს ბავშვიც თან გადააყოლეს”.

,,ვის რად უნდა მათი გამოცვლილი მილები, თუ საცხოვრებელ შენობის მდგრადობას საფრთხე დაემუქრება და ხალხი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდება? ზოგს იმის ეჭვიც გაუჩნდა, რომ ვიღაცას მოუნდა, ქალაქის ცენტრში, ეს მეტად პრესტიჟული ადგილი ხელში ჩაიგდოს.  ვნახოთ, სინამდვილეში, რა რისთვის ხდება, მომავალი გვიჩვენებს.

მივმართავ ქალაქის მერიას, შეაჩეროს დაწყებული სამუშაოები, გაამაგრონ შენობის საძირკველი და შემდგომ გააგრძელონ სამუშაოები. მათ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს კი მიაქციონ ყურადღება” _ აცხადებს გიორგი თევზაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close