ჯანდაცვა

“გლობალმედში” გარდაცვლილი ბავშვის მშობლების ბრალდებებს პასუხობენ

კლინიკა „გლობალმედის“ სამედიცინო დირექტორი ორი წლის საბა ჟორჟოლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოჯახის ბრალდებებს პასუხობს. მარიამ ღარიბაშვილის განცხადებით, ექიმის გადაწყვეტილებით, ბავშვი კატასტროფის მედიცინის ცენტრის დახმარებით, გადაყვანილი იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ უნდა გამოიკვლიოს თუ ვის მიუძღვის ბრალი აღნიშნულ ფაქტზე.

„ჩვენთან პაციენტი შემოვიდა პნევმონიის დიაგნოზით, ჩვენმა ინტენსიური განყოფილების ექიმმა გადაწყვიტა, რომ ბავშვს ესაჭიროებოდა უფრო ღრმა გამოკვლევები, კლინიკიდან გადავიყვანეთ სპეციალიზებულ კლინიკაში. ჩვენგან რომ წავიდა პაციენტი, ყველა ვიტალური ფუნქცია აბსოლუტურად სტაბილური იყო, ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გამოიკვლიოს ეს ფაქტი – „გლობამედი“ იყო ამაში დამნაშავე, კატასტროფის მედიცინის ცენტრი, რომელმაც ტრანსპორტირება განახორციელა არსებულ კლინიკაში, სადაც გადავიდა პაციენტი, თუ ის კლინიკა იყო დამნაშავე, ვინც მიიღო პაციენტი“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close