საზოგადოება
“უნდათ ადვოკატთა ასოციაციის დაშლა – პარალიზება”-ადვოკატები სპორტის სასახლესთან იკრიბებიან

ადვოკატი ქეთი უტიაშვილი სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ადვიკატთა ასოციაციის დაშლას ცდილობენ: “მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ახლა გახდა ცნობილი, უნდათ არჩევნების ჩაშლა და ადვოკატთა ასოციაციის დაშლა – პარალიზება. გთხოვთ, მობრძანდეთ სპორტის სასახლესთან, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები და ასოციაციის ერთიანობა!”.
ამ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატები სპორტის სასახლესთან იკრიბებიან.