საზოგადოება

,,ბიძინა ივანიშვილი, თავისი მფარველებით კრემლიდან, სამოქალაქო ომზეც მზად არის”

შალვა ნათელაშვილი ამერიკელი სენატორის ტედ კრუზის წერილს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.

შალვა ნათელაშვილი:

_ დადგა გარდამტეხი ისტორიული დღე, ჩვენი სამშობლოს სამომავლო გამარჯვებისთვის. ამერიკული პოლიტიკის ამომავალმა ვარსკვლავმა, სენატორმა ტედ კრუზმა შეასრულა ჩემთან არაერთი შეხვედრისას მოცემული პირობა, რომ დაუდგებოდა ქართველ ხალხს გვერდით ოლიგარქიისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ივანიშვილის თავზე აღმართა ფინანსურ სანქციათა გილიოტინა. შესაბამისი წერილი-მიმართვა გაგზავნილია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან. ხელისუფლებას, ძალაუფლებით ტკბობისთვის ძალიან ცოტა დრო დარჩა. ვპირდები, ოლიგარქ ივანიშვილს, რომ მის მიერ მიტაცებული სიმდიდრე და ქონება დაუბრუნდება ქართველ ხალხს და სანქციების მახვილი მანამდე არ იქნება მის კისერზე მოცილებული, სანამ არ მოიტანს ყველაფერს, რაც ჩვენი ხალხისგან წაიღო.

გახსოვთ, 2012-13 წლებში რომ დავიწყე მუშაობა ამერიკის პოლიტელიტასთან ივანიშვილის სანქცირებაზე, იმ საფრთხეებზე, რაც მისგან ემუქრებოდა საქართველოს, ზოგი კეთილად იცინოდა, ზოგი – დაგვცინოდა. ვერ წარმოედგინათ, რომ დღეს წავიკითხავდით ამერიკის წამყვანი პოლიტიკოსების ხელმოწერილ დოკუმენტში ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწყების თაობაზე. ეს წერილი სწორედ ამ პროცესის დაწყების შესახებაა და მას აუცილებლად ექნება გაგრძელება. წერილი-მიმართვა სრულიად დასაბუთებულია და წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს მიმართ არსებული საკითხების გაანალიზებას, არამედ მთელი ჩვენი მოკავშირე დასავლეთის და შეერთებული შტატების ინტერესთა წინააღმდეგ ივანიშვილი- პუტინის მიერ სადგმული ნაბიჯების ქრონოლოგიას. ანაკლია _ რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ხსენებაზე, პუტინს დღე და ღამე არ ეძინა, რადგან იქ შემოვიდიდა ნატოს და ამერიკის სამხედრო კატარღები, წყალქვეშა ნავებიც და საფრთხე შეექმნებოდა ჩვენი სუსხლით მორწყული აფხაზეთის სიახლოვეს, სოჭში წამოკოტრიალებულ ამ ბატონს. ამიტომ დაბლოკეს არა მხოლოდ უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობის პორტი, რომელიც იქნებოდა ფანჯარა მთელ მსოფლიოში მთელი რეგიონისთვის და უზარმაზარი შემოსავალი საქართველოსთვის.

,,ფრონტერა” – ამერიკული კომპანია ტეხასიდან, რომელმაც იმდენი გაზი იპოვა შირაქის ველზე, რომ ეყოფა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნახევარ ევროპას. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია რუსული ოლიგარქატის, რომლის ნაწილია ივანიშვილი, აღელვება. ვინაიდან, მათი ინტერესია ,,გაზპრომი” ბატონობდეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის კავკასიის რეგიონში, ან ირანული ენერგეტიკა იყოს გადამწყვეტი, ან აზერბაიჯანული ნავთობი. არავისზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ჩვენი უნდა გვქონდეს. სწორედ ეს ,,ჩვენი” იპოვა ,,ფრონტერამ” და ამიტომ გააკოტრეს. ივანიშვილს უდიდესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ეკონომიკის, ეროვნული სიმდიდრეების წინაშე. ახლა, როცა მთელი მსოფლიო გაჩერებული იყო პანდემიის გამო, ის კვლავ აგრძელებლდა აფეთქებული საყდრისიდან მოპარული ჩვენი ოქროს, ვერცხლის, სპილენძის გატანას და აქედან არცერთი თეთრი ჩვენს ბიუჯეტში არ შესულა. ეს სანქციები, რომლის პროცესიც იწყება, ნიშნავს იმას, რომ რაც წაართვა ჩვენს ხალხს, იმ ყველაფრის დაბრუნების დაწყებას, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სენატორ ბესს, კონგრესმენ მალინს, ბატონ რიშს, ყველას, მაგრამ ის, რაც გააკეთა ტედ კრუზმა, მისი თანამოაზრე სენატორებთან და კონგრესმენებთან ერთად, ისტორიული მოვლენაა და არის ისტორიული დარტყმა ოლიგარქებზე. რომ არ ყოფილიყო ასეთი რეაქცია, ქართველ ხალხს ოლიგარქის მოსაცილებლად და ხელახლა თავისუფლების მოსაპოვებლად დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევდა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი თავისი მფარველებით კრემლიდან, სამოქალაქო ომზეც მზად არის, თუ ამის საშუალება მიეცემა. ყველა ეს გზა, მისი გადარჩენისა, საიმედოდ ჩაკეტილია! გილოცავთ

Related Articles

Back to top button
Close