მსოფლიო

უმეთვალყურეოდ დატოვებული 8 თვის ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო

რუსეთში, ქალაქ ჩელიაბინსკში გამოძიება დაიწყეს იმ დედის წინააღმდეგ, რომლის 8 თვის შვილი, აბაზანაში დაიხრჩო.

პოლიციის ინფორმაციით, 14 დეკემბრის საღამოს, ქალმა 8 თვის გოგონა საბავშვო აბაზანაში დატოვა იმ დროს, როცა იქ წყალი გროვდებოდა. უყურადღებოდ დატოვებული ბავშვი რამდენიმე წუთში დაიხრჩო.

როგორც სამართალდამცველებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება, გარდაცვლილი ბავშვის დედა 20 წლისაა. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო სამართალდამცველები, დამნაშავე მშობლის მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე მუშაობენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close