საზოგადოება

ახალციხე-ახალქალაქის გზაზე ავტომობილი გადაბრუნდა და აფეთქდა

,ახალციხე-ახალქალაქის გზაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა და აფეთქდა რომელსაც თხევადი აირი გადაჰქონდა.

შემთხვევა დილით მოხდა. მძღოლი მსუბუქად დაშავდა. მან ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close