საზოგადოება
უკრაინაში ქართულ ლეგიონზე საარტილერიო იერიში მიიტანეს

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილი პრესატაშეს ბაჩო ყორშილავას ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში დონბასში სვეტლოდარსკში ქართულ ლეგიონზე საარტილერიო იერიში მიიტანეს. დამბომბვის შედეგად დაშავდა ლეგიონის რვა წევრი, ზოგიერთმა მათგან კონტუზია მიიღო.
სამხედროების დაჭრას ლეგიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილიც ადასტურებს.
კომენტარები