საზოგადოება

,,ტფუი! სერიოზულად ავად ვართ. ადვოკატი, რომელმაც ჯერ ზღაპრები შეთხზა და ახლა დაცვაზე უარს ამბობს, ლამისაა, გმირად გამოაცხადონ!”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეს ეხმაურება და სხვადასხვა მოსაზრებებს, რაც ამ საზარელი მკვლელობის გარშემო არსებობს.

,,ეს დღეები ვკითხულობ კომენტარებს ხადას ხეობაში მომხდარ საშინელებაზე და ერთადერთი რამის თქმა შემიძლია:
ასეთი მანიაკები (უარესიც) ყველგანაა და ამას ეროვნული ნიშანი არა აქვს.
მაგრამ არ მეგულება არსად დედამიწაზე ამ ყველაფერზე იმის დამწერი და გამფიქრებელი ადამიანები, რასაც ვკითხულობ და მესმის!
ზოგი დედას გმობს, რას ჰქვია, გარბოდაო, დედაჩემი ასე არ იზამდაო, ზოგი იმას აპროტესტებს, რას ჰქვია ქმართან სექსი ჰქონდა მანამდეო და არკვევს, ერთდროულად ხო არ იყო, ზოგი რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს, ზოგი ითხოვს ამ ოჯახის საქმიანობის შესწავლას და ეს მანიაკი ეცოდება!

ადვოკატი, რომელმაც ჯერ ზღაპრები შეთხზა და ახლა დაცვაზე უარს ამბობს, ლამისაა, გმირად გამოაცხადონ! სერიოზულად ავად ვართ!
ტფუი!”.

წყარო: sarkenews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close