პოლიტიკა

,,ივანიშვილის ხელისუფლებას სურს, ისტორიული ფაქტი კომპრომატად გამოიყენოს”_ რა მიზნით იმყოფებოდა ბექა ნათელაშვილი მოსკოვში

,,კაცი შეიძლება ათჯერ დაიბადოს და ასეთი მაღალი მისია არ დაეკისროს. ერთი წლის წინ ბექა აზიის პოლიტპარტიათა ფორმატში,რომლის წევრებიც ვართ სიტყვით გამოვიდა მოსკოვში და პირველად 2008 წლის შემდეგ რუსეთს მათსავე დედაქალაქში უთხრა,რომ ოკუპანტებია და საქართველო უნდა დატოვონ. დღეს აღნიშნული ისტორიული ფაქტი ივანიშვილის ხელისუფლებას სურს კომპრად გამოიყენოს. ვაი, თქვენს პატრონს. მალე წაიმტვრევთ საბოლოოდ კისერს და ვეღარ გიშველით პუტინი” _ წერს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

უთუოდ საინტერესოა, რა მიზნით იმყოფებოდა შალვა ნათელაშვილის ვაჟიშვილი, ბექა ნათელაშვილი 2018 წელს მოსკოვში, აზიის პოლიტპარტიათა ფორმატში და რა გააკეთა იქ? შემოგთავაზებთ ნაწყვეტს, ბექა ნათელაშვილის სიტყვიდან:

,,მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც არის მსხვერპლი საერთაშორისო დაძაბულობისა და ექსტრემიზმის. და არის მსხვერპლი სწორედ იმ ქვეყნის მხრიდან, რომელ ქვეყანაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20 % ოკუპირებულია. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის 10 % დევნილია. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის ბორდერიზაციაც და ხელოვნური საზღვრების გავლებაც დღემდე გრძელდება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის დასაცავადაც საკუთარ მიწაზე უამრავი ქართველი დაიღუპა და დღესაც იღუპება, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მის მოქალაქეებს აპატიმრებენ საკუთარ მიწაზე გადაადგილებისთვის, მეტი ექსტრემიზმი ვფიქრობ წარმოუდგენელია.

ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი გაიყვანს თავის სამხედრო ძალებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ ცნობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ ისტორიის ახალი ფურცლიდან დაწერას. ამ მხარეების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება იქნება ბომბი მთელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, იმ ფონზე როდესაც უმრავლეს სახელმწიფოებს ერთმანეთში გარკვეული ტერიტორიული პრობლემები და პრეტენზიები აქვთ. თუ ეს მაგალითი გადაედო საერთაშორისო სივრცეს, ეს გახდება გლობალური კატასტროფის საფუძველი და პირველ რიგში ეს იქნება პრეცედენტი და სტიმული რუსეთში მცხოვრები ხალხებისათვის, რათა მათაც გაუჩნდეთ დამოუკიდებლობის მოთხოვნის პრეტენზია.

ქართველ ხალხს და ჩვენ, ახალგაზრდებს გვინდა, რომ რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებიც ახორციელებენ საოკუპაციო პროცედურებს, დაბრუნდნენ სახლში და შემოვიდნენ საქართველოში როგორც ტურისტებად, მეგობრებად, ინვესტორებად”.

 

Related Articles

Back to top button
Close