ნიუ იორკში გამომავალ ქართველ ებრაელთა თემის გაზეთში „დავითის ფარი“ სტარტი აიღო ახალმა რუბრიკამ: „სიყვარული – გზად და ხიდად!“, რომელსაც უძღვება ჩვენი თანამემამულე, მკვლევარი-პუბლიცისტი ირაკლი (ისაკ) კრიხელი. რუბრიკა ეძღვნება ქართული-ებრაული მეგობრული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან თემას.

საინფორმაციო პორტალი euronews.ge და რუბრიკა: „ორ მიწაზე დარწეული აკვანი“ ულოცავს ბატონ ირაკლის და „დავითის ფარის“ მთელ შემოქმედებით კოლექტივს ახალ წამოწყებას და უსურვებს, რომ ეს რუბრიკა შეიქმნას ახალ ფურცლად ერთა შორის დიალოგის ნაყოფიერად გაგრძელებაში!

კომენტარები
Загрузка...