საზოგადოება

,,ამ საშინელმა ტრაგედიამ ისე ჩაიარა, თითქოს არც არაფერი მომხდარა…”

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

_ გუშინ სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 5 ადამიანი! ტრაილერი და მინივენი შეეჯახა ერთმანეთს. მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ამ საშინელმა ტრაგედიამ ისე ჩაიარა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. არც პასუხისმგებელი სამსახურები გამოჩენილან სადმე (სამძიმარი მაინც გეთქვათ), არც საზოგადოება აღშფოთებულა დიდად. ვითომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო. საერთოდ მოშლილია ქვეყანა.

Related Articles

Back to top button
Close