საზოგადოება
მშენებლობები, რომლებმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.
გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოსური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს.
პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას, სიღრმეს. ის არის მთავარი სახელმძღვანელო სამშენებლო მასალის, ტექნოლოგიის, მთელი პროექტისათვის მომავალში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე, ამბობს, რომ გეოტექნიკური სამუშაოები ყალბდება და 100 ლარად ნებისმიერ ფურცელს იყიდი. ამასთან, გეოლოგების ლიცენზირება არ არსებობს და შესაბამისად, ამ პროფესიის ადამიანების კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოს არა აქვს.