საზოგადოება

წამებით მოკლული სერგო თეთრაძის საქმეს გრიფით „საიდუმლო“ მოეხსნა

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:

_ კარგი ახალი ამბავი – წამებით მოკლული სერგო თეთრაძის საქმეს გრიფით „საიდუმლო“ 1 ივნისს მოეხსნა. ამ სიახლის შესახებ სერგო თეთრაძის ქვრივს Nana Tetradze-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს, 2016 წლის 7 ივნისს განუცხადეს და გადასცეს დადგენილება „სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე“.

სერგო თეთრაძის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ვესწრები ხოლმე, რეპორტაჟებს ვწერ, დროდადრო გადაცემებს ვაკეთებთ „ობიექტივში“, რომ თქვენც გაიგოთ სასამართლო დარბაზში რა ხდება. ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას (და მისი უფლებების დამცველებს) არაერთხელ უთქვამთ, რომ სათქმელს ბოლომდე იმის გამო ვერ ამბობენ, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ჰოდა, ილაპარაკონ ახლა საჯაროდ, როგორ ამოხადეს სული სერგო თეთრაძეს. ახლა გვითხრან რაზე დაყრდობით ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ სერგო თეთრაძე ჯაშუში იყო.

სერგო თეთრაძის ბოლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 21 იანვარს გაიმართა. იქიდან მოყოლებული დღემდე სასამართლოს საიტზე ანონსებს ვამოწმებ, ველოდები როდის დანიშნავენ პროცესს. ამ წამსაც შევამოწმე და უახლოეს დღეებზე არაფერია მითითებული.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close