საზოგადოება

ლეიბორისტებს დაუბლოკეს სამგზავრო ბარათები, რომლებითაც ეხმარებოდნენ მოქალაქეებს, უფასო ემგზავრათ

,,მე რომ გადავიხადე ფული და ვიყიდე 1 დღიანი ბარათი (რომელიც ულიმიტო არ არის და რეალურად 20 გასვლას ყიდულობ), რატომ არ მაქვს უფლება ნაწილი გავუყო სხვა ადამიანს??? მითუმეტეს უსასყიდლოდ!"

,,უფასოდ არ გვატარებინებენ მეტროში ხალხს! ანუ სხვისთვის არ მახდევინებენ მგზავრობის ღირებულებას… უბრალოდ გვიბლოკავენ ბარათებს! წარმოგიდგენიათ რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს საქმე??
მე რომ გადავიხადე ფული და ვიყიდე 1 დღიანი ბარათი (რომელიც ულიმიტო არ არის და რეალურად 20 გასვლას ყიდულობ), რატომ არ მაქვს უფლება ნაწილი გავუყო სხვა ადამიანს??? მითუმეტეს უსასყიდლოდ!
მოკლედ სანამ ამ მავნებლობას უკან არ წავაღებინებთ კალაძეს და სანამ მგზავრობის ერთჯერად ტარიფს არ დავაბრუნებინებთ 50 თეთრიან ნიშნულზე, მე ამათ არ მოვეშვები! ამოვადენ ცხვირში ამხელა სიბიროტეს” _ წერს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიშკა ქუმსიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მარჯანიშვილის მეტროსთან ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საკუთარი ბარათებით ცდილობდნენ მოალაქეების დახმარებას- მათ უფასოდ ატარებდნენ მეტროსადგურში. ისინი აცხადებდნენ, რომ მოქალაქეების უფასოდ მგზავრობის კამპანიას გააფართოვებდნენ და ყველა მეტროსადგურთან დაეხმარებოდნენ ადამიანებს – მათ მგზავრობას თავად დააფინანსებდნენ. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close