საზოგადოება

ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბავშვები უკვე საქართველოში არიან

როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, საქართველოში ანსამბლის წევრი 26-ვე ბავშვი დაბრუნდა. სარფში მათ ახლობლები დახვდნენ.

საზოგადოებრივის კორესპონდენტის ინფორმაციით, მანამდე სამართალდამცველებმა დაშავებულთა ჩვენებები მოისმინეს და სწორედ ეს გახდა შეყოვნების მიზეზი.

ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქართული ცეკვის ანსამბლის წევრების და მათი მშობლების ნაწილს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება, მათ შორის მოტეხილობები და დაჟეჟილობები.

ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ავტობუსი, რომელსაც  ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა.

ავარიის შედეგად, 38 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close