საზოგადოება

დავით ასათიანმა და ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა მემორანდუმი გააფორმეს

ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაცია, ამიერიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალური პარტნიორია !!!

ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, დავით ასათიანისა და ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, ენჯი კოგინსის მიერ გაფორმებული მემორანდუმი, შემდეგ საკითხებს მოიცავს: 

• ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის განვითარება საქართველოში;
• საუკეთესო პრაქტიკისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო სამართალში, სისხლის სამართალსა და ადამიანის უფლებათა სამართალში;
• ქართველი ადვოკატებისათვის პროფესიული უნარჩვევებისა და ტექნიკის გაზიარება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თაობაზე;
• ასოციაციის როლის ამაღლება ზემოთ მითითებულ საკითხებში და ამ მიზნით კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების მოწყობა;
• მხარეთა დელეგაციების მუდმივი ორმხრივი ვიზიტები;
• საგანმანათლებლო კურსების შემუშავება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის სამართლის მოცემულ მიმართულებებში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით უკვე ჩატარდა შეხვედრები აჭარაში, კახეთსა და თბილისში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close