აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯერჯერობით თელ-ავივში დარჩება და იერუსალიმში არ გადავა.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. იერუსალიმს გაერო-სგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალაქი, როგორც ისრაელი, ასევე პალესტინური საკუთარ დედაქალაქად განიხილავს. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის მეოთხე თვეს ისრაელი-პალესტინის თითქმის 70-წლოვანი კონფლიქტის გადაჭრა დააანონსა. მან თეთრ სახლში პალესტინის მთავრობის ლიდერს, მაჰმუდ აბასს უმასპინძლა.

„ბავშვობიდან მესმოდა, რომ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დასრულება შეუძლებელია. დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა მაშინ ტრამპმა.

პირველი საერთაშორისო ტურნე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყო. რამალაშივიზიტის დროს მან იგივე გაიმეორა და აღნიშნა, რომ პალესტინელი და ისრაელელი ბავშვები მშვიდობიან ცხოვრებას იმსახურებენ.

კომენტარები
Загрузка...