საზოგადოება

“ტიტანიკის” 4 ბილეთი და თამამი ფოტოები _ რა იპოვეს გოგონებმა დიდი ბებიის სკივრში?

2012 წლის დეკემბერში, დები კოლეჯიდან დაბრუნდნენ და დაღლილობის მოხსნა სხვენზე ძველი ნივთების დათვალიერებით გადაწყვიტეს. ისინი განსაკუთრებით საოჯახო ალბომით დაინტერესდნენ და მოულოდნელად ყავისფერი კონვერტი აღმოაჩინეს, რომელის გახსნის შემდეგ მოულოდნელობისგან შოკში ჩავარდნენ – კონვერტში დიდი ბებიის ასი წლის წინ გადაღებული, იმ დროისთვის საკმაოდ თამამი, ფაქტობრივად “ეროტიული” ფოტოები იყო. დებისთვის დღემდე აუხსნელია, თუ რა მიზნით გადაიღო 20-ე საუკუნის დასაწყისში, იმ დროს უკვე გათხოვილმა ახალგაზრდა ქალმა ამგვარი სურათები, რომლის შესახებ მათი აღმოჩენიდან დღემდე არავინ იცოდა.

ამასთან, კონვერტში “ტიტანიკის” ოთხი გამოუყენებელი ბილეთიც იყო. როგორც შემდეგ შეიტყვეს, ოჯახი მართლაც აპირებდა ტრაგიკული გემით მგზავრობას, მაგრამ მოულოდნელად მათი შვილი “წითელით” გახდა ავად და მგზავრობა გადაიდო.

“ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთი რამ მაშინ შესაძლებელი იყო. ნეტავ რას იტყვიან 100 წლის შემდეგ, თანამდროვე ფოტოების ნახვისას ჩვენი შვილიშვილები?” – აცხადებენ გოგონები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close