პოლიტიკა

“ნუ მოხვალთ არჩევნებზე! ეს არჩევნები არაა შენი ღირსი!”

ცესკოს შენობის წინ მოქალაქე თამაზ გაბისონია აქციას მართავს ლოზუნგით – “არა პოლიტპარტიულ არჩევნებს!”.  ის ხალხს მოუწოდებს არჩევნებში არ მოვიდნენ, ვინაიდან ეს არჩევნები მათი ღირსი არ არის.

“პარტიული სისტემები უნდა დამთავრდეს, პარტრიული სისტემები, პარტიული სიები, არავითარი იდეოლოგია რომ არ აქვს.უნდა ავირჩიოთ ჩვენ თვითონ კომპეტენტური ხალხი, თავის სპეციალობით და არა რაღაც პარტიული სიებით. ჩემი წინადადება არის, კვალიფიციური არჩევნები არაკვალიფიციურის წინააღმდეგ. მთავრობაში უნდა იყვნენ მენეჯერები,უნდა ჰქონდეთ აღებული დიპლომი სახელმწიფო მმართველობის. ახლა ისე ხდება, რომ ზოგი ფეხბურთელია და ცნობადია. ხალხი მიდის პატარა ბავშვივით, იღებენ საჩუქრებს.ახალი ძალა არ გამოჩნდება, სანამ იქნება პატრტიული მმართველობა.”- განაცხადა გაბისონიამ “euronews.ge”სთან საუბრისას.

ამ თემაზე ვრცელ ინტერვიუს თამაზ გაბისონიასთან “euronews.ge” ხვალ შემოგთავაზებთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close