საზოგადოება

,,ტაშს უკრავთ მდიდრების უფრო გამდიდრებას და თქვენს სიღატაკეს?! ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ…”

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:
 _ ოპოზიციური მედიასაშუალებების მფლობელებს დაიჭერენ, ტელევიზიებს დახურავენ, ოპოზიციურ პარტიებს გააუქმებენ უფინანსობით და მათ გარეშე, ლიდერების ნაწილს დაიჭერენ. პროკურატურა მათია, შსს მათია, სასამართლო მათია, პარლამენტი მხოლოდ მათია და ვისაც გგონიათ, რომ ეს კარგია, გაიხსენთ ის წლები, როცა ყველა ეს პოტენციური გაუქმებული ორგანიზაციები მუშაობდნენ, იბრძოდნენ, ამხელდნენ და მაინც ჯიბეში ჩაიდეს ქვეყანა და ბიუჯეტი და როცა ხმის ამომღებიც აღარავინ დარჩება, როცა დაგჩაგრავენ და ვერავის გააგებინებთ ამაზე, როგორ იქნება ქვეყანა და თქვენ!
არ ეგონოს ვინმეს, მე მათი წევრი და მხარდამჭერი ვარ და ფეხებზე მკიდია სხვას თუ დაიჭერენ, წაართმევენ, მოპარავენ, შიმშილით მოკლავენო. რამდენი თავისიანი გაწირა სისტემამ, როგორც კი შეეწინააღმდეგა, ვერ მორიგდა, ვერ გაიყო, ან უბრალოდ აღარ დასჭირდა?!
არ დაიწყოთ ახლა, ის შავი 12 წელიო. თუ ხდებოდა, კარგი იყო? და მას შემდეგ ათი წელი გავიდა, არ უნდა განვითარდეს ქვეყანა? არ უნდა ვისწავლოთ ჭკუა?! უკან, რუსულ- ჩრდილო კორეული მმართველობისკენ რომ მიდის ყველაფერი, ვერ ვატყობთ, თუ არ ვიმჩნევთ?!
მოგწონთ? ტაშს უკრავთ მდიდრების უფრო გამდიდრებას და თქვენს სიღატაკეს და უუფლებობას?! ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!
დილის ლოცვა წაიკითხეთ წმინდა ბიძინაზე! მალე მუხლებზე დგომით მოგიწევთ!
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close