,,ტაქსის ზოგი მძღოლი დაბოლილი დადის, ზოგი დაუბანელი და ზოგმაც ტარება არ იცის!”
,,ნოლი უსაფრთხოება და მხოლოდ ფულის შოვნის სურვილი; უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია ყველგან, გაუნათლებელი გიდი-მძღოლებიდან დაწყებული, გამწოვის გარეშე ცეცხლსაშიში სასტუმროებით, რესტორანში დაუდგენელი ინგრედიენტებისგან მომზადებული კერძებითა და კოშმარად ქცეული საბაგიროთი გაგრძელებული! ამჯერად არ იყო გუდაურში მსხვერპლი, მაგრამ ბათუმისა და ქობულეთის სასტუმროების ტრაგიკული კვამლი?
6-ვე მილიონი ტურისტი გაიქცევა! მიხედეთ დროზე!
პ.ს. ჩვენზე ხომ არავინ ფიქრობს. ტაქსის გამოძახების სერვისი ვითომ აეწყო, მაგრამ მძღოლების ხარისხზე ვინ არის პასუხისმგებელი? ზოგი დაბოლილი, ზოგი დაუბანელი და ზოგმა ტარება არ იცის! ბოლო მძღოლმა დეტალურად მოამბო, როგორ ძარცვავდა ბარსელონის მაღაზიებს და ახლაც ჩავა, აბა, აქ რა ჯანდაბა უნდა? მე მეშინია ჩემს ქალაქში ცხოვრების!
მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართო ოფიციალური წერილით, როგორც მოქალაქემ და როგორც ჟურნალისტმა – გადაამოწმონ ამ ტაქსის კომპანიის და ყველა კომპანიის მძღოლები!” _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ესმა კუნჭულია.