სამართალი და კრიმინალი

ტარიელ კაკაბაძე: ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან მხოლოდ ორი ადამიანის მიერ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა.
ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა:

„მე პირველად შევხვდი ახლა ბრალდებულს. ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, მაგრამ მისი თქმით, მხოლოდ ერთხელ გამოიყენა. შესაბამისად, თუ დავუჯერებთ ბრალდებულს, დანარჩენი ჭრილობები მიაყენეს მოგვიანებით სხვა პირებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გვეტყვის ექსპერტიზა. ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან მხოლოდ ორი ადამიანის მიერ“ – აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, იგეგმება რამდენიმე ადამიანის ასევე იმ დაკითხული პირების თავიდან დაკითხვა, რომლებიც ამ დრომდე დაიკითხნენ.
გ.ჯ.-ს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიების ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოვლენილი და დაკავებული ჰყავს მკვლელობის 2 ძირითადი მონაწილე. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები. საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა/გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close