საზოგადოება
შალვა ნათელაშვილი: ხელისუფლებამ ერთი უსაქმო ვიზიტი გადადოს უცხოეთში და მიხედოს გია მაისაშვილს
,,იქნებ ხელისუფლებამ ერთი უსაქმო ვიზიტი გადადოს და მიხედოს მართლაც ღირსეულ, მძიმე პირობებში მყოფ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს – ბატონ გია მაისაშვილს. ან როგორმე, ივანიშვილმა დატოვოს ერთჯერადად, ანაზღაურების გარეშე გაბერწებული, მლიქვნელი მსახიობ-სპორტსმენები” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა განცხადება, რომელშიც გია მაისაშვილის უმძიმეს მდგომარეობაზეა საუბარი. ახლობლები მის გადმოყვანას ითხოვენ კალიფორნიიდან საქართველოში. ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა და თავად ამას ვერ ახერხებს, ამიტომ, იქნებ, საქართველოს მთავრობა დაეხმაროსო.