საზოგადოება

,,ბათინკები კი არა, ტანსაცმელს ჯარში, წლების განმავლობაში, ჩვენები თვითონ ყიდულობდნენ…”

რამდენიმე დღის წინ. euronews.ge -მ გამოაქვეყნა ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული პოსტი ფოტოსთან ერთად. ფოტო ბორჯომშია გადაღებული – ძველისძველ ,,ურალზე” მჯდარი მეხანძრეები  ხანძრის ჩასაქრობად მიდიან. ფოტოს კომენტარი კი ასეთი გახლდათ:

,,გახედავ – მთავრობა ,,ლექსუსის” ჯიპებზე, გამოხედავ – სასულიერო პირები – “ტოიოტებზე” …. მერე ამ ხალხს შეხედავ ფოტოზე, რომ 90-ანი წლების სახანძროზე სხედან და წარმოიდგენ, რა დაუცველია შენი ქვეყანა, შენი ხალხი, შენი ტყე …  და ურტყი შენ ,,ლაფათკა” ცეცხლს და იყავი ეგრე, დაგცინებენ და დაგტროლავენ – პროფესიონალებს რატომ უშლიდით ხელს, მოხალისეები არავის დაუბარებიხართ, რას სელფაობდით და საერთოდ რა საჭირონი იყავით იქო!!!!! ფუ თქვენი….!!!!!”

ნიუსს საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. აი, რას წერენ მოქალაქეები:

გენადი სურმანიძე:

 _ მე ვიყავი სენაკელ მეხანძრეებთან ბორჯომში, ვაჟკაცი ბიჭები არიან, ზოგიერთს შევამჩნიე დახეული ძველი ბათინკები ეცვა, ცეცხლმოკიდებული მიწაზე ისე დადიოდნენ. არ მინდა მთავრობის განკითხვა, აზრი არა აქვს, ჩვენი ბრალია, ძმებო, ყველაფერი, ჩვენ მოვიყვანეთ ისინი და ჩვენ არ ვთხოვთ მათ პასუხს შედეგებზე. აგეტირებათ, იქ ისეთი სიტუაციაა ახლა…

   მე ვარ გაზრდილი პოლიციელის ოჯახში და კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა კარგი აკეთო შენი ხალხისთვის – მაინც ცუდი ხარ. ჯარს, პოლიციას და მეხანძრეს ყოველთვის უჭირდა, არასოდეს დალხენილები არ იყვნენ. მუშაობ და ყველას ეზიზღება შენი თავი. მე მინდოდა იურისტობა, მაგრამ დღეს მეზღვაური ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, რაცაა საქართველოში სახელმწიფოზე მუშაობა – ესაა დაუფასებელი სამსახური, მაგრამ უფასებ შენ ხალხს, ის კი არ გიფასებს. კაი ბიჭების ქვეყანა და ჩემი/შენი გაგების ხალხი ბედნიერი ვერ იქნება. ბესიკ გეთანხმები, ბათინკები კი არა, ტანსაცმელს და სხვა დანარჩენს ჯარში ხომ წლების განმავლობაში ჩვენები თვითონ ყიდულობდნენ…

დავით კვიტაიშვილი:

_ ეს ხომ საქართველოა…. აქ ყველაფერი მოსულა!!!

 

ბესიკ ოტიაშვილი:

_ მე ყოფილი პოლიციელი-მეხანძრე და მეზღვაური ვარ, რა ვქნა, ესე მომიწია, ამიტომ კარგად მესმის ძალოვანების გასაჭირი და დაუფასებელი შრომა. ათას კარგს ყოველთვის ერთი პატარა, უმნიშვნელო შეცდომაც ფარავს, მაგრამ იყო დრო, საქართველოში როცა პოლიცია თავის სიმაღლეზე იდგა და ხალხს უხაროდა ქუჩაში პოლიციელის გამოჩენა. უბედურებაა, რომ მიშამ ყველა ერთ ტაფაში ჩაგვყარა და ისეთი ყურმოჭრილი მონებით გაავსო სისტემა, რომ ადამიანებს შეაძულა პოლიციელის სახელიც.

ჩვენ 9 აპრილს და სხვა უმძიმეს წლებში ჩვენ ხალხს არ გავქცევივართ – არც მეხანძრე და არც პოლიციელი. ჩვენ ვიცავდით მიუხედავად თავდასხმებისა ადამიანებს გარკვეული ჯურის არამზადებისაგან, რასვიზამთ, ამას მიაღწია მიშას მთავრობამ. დღეს ის სახელი ისევ აღსადგენი აქვს პოლიციას, მანამ არაფერი გამოვა, მანამ მკვლელ კრიმინალ პოლიციელებს არ გაასამართლებენ და ყველა დამსახურებულ სასჯელს არ მიიღებს, თუნდაც ჩვენი დარბევისათვის – გმირთა მოედანზე მოშიმშილე ომის ვეტერანების, ისინი დღესაც მუშაობენ და თანამდებობებზეც არიან, ამან გაუტეხა ადამიანებს გული, არანაირი სამართლიანობის აღდგენა და ღირსების დაცვა არ მოხდა, რასაც ასე ველოდით.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close