საზოგადოება

,,ყველაფერი გადაღებულია, ყველაფერი…”-თუ პოლიციის ფორმა გაცვია, ყველაფრის უფლება გაქვს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც პოლიციის თანამშრომლებს ერთ-ერთი ოჯახიდან გამოჰყავთ მამაკაცი, ოჯახის წევრების წივილ-კივილის ფონზე ნახევრად შიშველს სვამენ პიკაპის ღია საბარგულში და მიჰყავთ.

ვიდეოს ირაკლი კალანდაძის კომენტარიც ახლავს:

,,ეს არის შემთხვევა როდესაც კანონის დამცველები თვითონ არღვევენ კანონს და დაცვისკენ ჩვენ თითოეულ ადამიანს მოგვიწოდებენ… სანამ ეს დღე დადგებოდა პირადად ვიყავი ერთი წლის წინ, სახალხო დამცველთან ,,უჩა ნანუაშვილთან” და მქონდა საუბარი რომ თერჯოლაში სრული განუკითხაობა იყო და შეიძლებოდა ესეთი ფაქტი მომხდარიყო. ვთხოვე ყურადღების მიქცევა ჩემს ოჯახზე რადგანაც უკვე ზღვარს იყო გადასული ყოველ ღამით ერთი და იგივე. ოჯახის აწიოკება და სპეცოპერაციები. დამეთანხმა რომ თერჯოლაში რთული და უკონტროლო სიტუაცია იყო…
ამაზე ყველა თვალს ხუჭავს და არაფერს აკეთებენ. თუ დღეს საქართველოში პოლიციის ფორმა გაცვია ყველაფრის უფლება გაქვს და ესაა კანონიერი კრიმინალი. თვითონ თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები არიან დასაპატიმრებლები…!!!” 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close