საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: მეც აღშფოთებული ვარ იმის გამო რაც ხდება ლესელიძეზე, აღმაშენებელზე…

ძალიან აღშფოთებული მეც ვარ იმის გამო, თუ რა ხდება ჩემი სახლის გვერდზე, ლესელიძეზე, ახალი ტფილისის ქვეყნის სახსრებით აღდგენილ აღმაშენებელზე ან ჩემ საარჩევნო უბანში, ვარდების მოედნის მიწისქვეშა დაწესებულებში …. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციას მკაცრად დარეგულირება სჭირდება და აქ პირველი პასუხისმგებლობა მერიის, ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსა და  პარლამენტისაა …

ორიოდე კვირის წინ, გამგებლისა და ზედამხედველობის სამსახურის  თანხლებით ჩავიარეთ ჩემი უბნის მთავარი ქუჩები, რათა უცხო ენაზე, კანონდარღვევით გამოკრულ პლაკატებსა და რეკლამებზე აუცილებელი რეაგირება მომხდარიყო. ცხადია, საზოგადოებაც უნდა მონაწილეობდეს ქალაქის იერსახის და კულტურულ ეროვნულ იდენტობის დაცვაში, რამეთუ, ეს არა მხოლოდ ჩვენი – ანუ პატარა ერის – თვითმყოფადობის განუყრელი ნაწილია, არამედ და ამავდროულად, ჩვენი ტურისტული მიმზიდველობის ანუ ეკონომიკის ერთერთ წყაროსაც წარმოადგენს.
თუმცა არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ ქართულ ღირებულებებს არანაკლებად ვაზიანებთ, როცა ვუგულველვყოფთ ჩვენს ისტორიულ მახასიათებლებს : ტოლერანტობას, სტუმართ-მასპინძლობას, გახსნილობას და შემწყნარებლობას…. ჩვენმა კულტურამ ყველა უცხო დამყრობლებს გაუძლო საიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ, ყველასგან რაღაც შეითავსა და შეირგო და ყველაფრის მიუხედავად, გალობანი სინანულისანი სპარსულ ენის სიტკბოს მიუძღვნა დავითმა!
ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც გადის ხაზი ერთის მხრივ ჩვენი თავის დაცვისა და თვითშეგნების გაღვიძების და, მეორე მხრივ, არალეგალურ უცხოელების ქვეყნიდან განდევნის მოთხოვნათა შორის.არალეგალები მთელ მსოფლიოში გაფანტულნი არიან და მათ შორის მილიონამდე ქართველი, რომელთა მიმართაც არ ვისურვებდი მკაცრ და დაუნდობელ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებიდან.
ეს იმას ნიშნავს, რომ აქცენტი უნდა იყოს სწორი: საზოგადოება მეტს უნდა ითხოვდეს საკუთარ ხელისუფლებისგან და ეს იყოს გამოხატული მკაფიოდ. არა უცხოელის მიმართ უტანლობა ან სიძულვილი.
ჩვენი ადათ-წესები დავიცვათ და ჩვენ სტუმრებს მოვთხოვოთ მათი პატივისცემა, ტურიზმის ეკონომიურ ინტერესების გათვალისწინება გვმართებს, ოღონ ეკონომიკის მოთხოვნების სხვერპლად და მონად არ უნდა ვიქცეთ.
კერძო მესაკუთრეების უფლებები არ უნდა დაირღვეს და მან უნდა შეძლოს გაქირავება და გაყიდვა თუნდაც უცხოელზე თუ არ გვინდა ჩვენივე მოსახლეობა დავაზარალოთ და შევზღუდოთ. მაგრამ უცხოელ მეპატრონეს უნდა მოეთხოვოს ქალაქის, უბნის, ქუჩის იერსახის შენარჩუნება გარეთ (ანუ ჩილიმების ქუჩად არ უნდა გადაიცეს შარდენი თუ აღმაშენებელი) და ჩვენი კანონების შესრულება შიგნით (პოლიცია უნდა შედიოდეს დაწესებულებებში და ამოწმებდეს სანიტარულ და სხვა “პირობებს”, აჯარიმემდეს და საჭიროების შემთხვევაში  ხურავდეს ….)
მოკლედ, თუ ხვალინდელი დემონსტრაცია იმას ემსახურება, რომ მეტი რეაგირება და აქტიურობა გამოიწვიოს, მოითხოვოს, ხელისუფლებისგან სრულიად მისაღებია, გასაგები და დროული ( თუმცა ადგილს სხვას ვარჩევდი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად) თუ ეს უნდა გადაიქცეს ქსენოფობიურ მარშად, რომელიც ჩვენ ქვეყანას, მის წარსულსა და ტრადიციებს არ ეკადრება, ამ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენ ეროვნულ ღირებულებების ვიდრე ის უცხოელები, ვისგანაც ვითომცდა თავს ვიცავთ!
და კიდევ ერთი : ყველაზე არალეგალები არალეგალთა შორის მაინც არა თბილისში, არამედ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსის ჯარისკაცები არიან …. საზოგადოების მარში იქაც ურიგო არ იქნება, არა პოლიტიკურ პარტიების მიერ მართული, არამედ თვით ხალხისგან გამოხატული!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close