საზოგადოება

როგორ აღნიშნა ჟურნალმა ,,სარკე”-მ 20 წლის იუბილე (ფოტო კოლაჟი)

ჟურნალი სარკე 20 წლის გახდა. დღეს ჟურნალის დამფუძნებლები და თანამშრომლები სტუმრებს მასპინძლობდნენ. დიდ დარბაზში სარკის ობიექტივის მიერ ,,შეჩერებული წამები”-ს კადრები იყო გამოფენილი. წლების წინ გადაღებული ცნობილი ადამიანების ფოტოები, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ხელოვანი ადამიანები, ყოფილი სარკელები. მთავარმა რედაქტორმა და დამფუძნებელმა მედეა სანაიამ ჟურნალის განვლილი გზა  მიმოიხილა და ყველას მიულოცა იუბილე. მისალოცი სიტყვა წარმოსთქვა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.

სადღესასწაულო საღამოზე უკრავდა  ბენდი. გაიჭრა ულამაზესი საიუბილეო ტორტი.

euronews.ge ულოცავს სარკეს 20 წლის იუბილეს და უსურვებს წარმატებას. 

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close