საზოგადოება

,,ორი დღეა ღრმა შოკში ვარ…’ – ფერეიდნელი ქართველის სულისშემძვრელი წერილი

„დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დირექტორი ზვიად ტომარაძე ფერეიდნელების, კარლო და მაკა მიქელაძეების მამის ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს:

,,ეს გახლავთ ფერეიდნელების კარლო და მაკა მიქელაძეების მამის დღევანდელი სტატუსი:
,,უძვირფასესო თანაფესვებო! დებო და ძმებო! არ ვიცი როგორი სიტყვებით მადლობა მოგახსენოთ ამდენი გულთბილი აზრების გამოხატვისთვის. ორი დღეა რაც ღრმა შოკში ვარ, ჩემს შვილების თვალებში ვერ მიმიხედავს. ძალინ მრცხვენია. 30 წელიწადს ჩემს შვილებს ჩაუნერგე სამშობლოსა და ქართული ერისადმი სიყვარული. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, უცხო ქვეყანაში, სადაც ყველაფერი უცხო ენაზე არის როგორ ძნელია საკუთარი ენის შენარჩუნება და მისი გადაცემა შვილებზე. მე იმისთვის გული არ მწყდება თუ რატომ მოქალაქეობა არ მიანიჭეს(დაუბრუნეს) ჩემს შვილებს, არამედ იმისთვის რომ თურმე ჩემი შვილები დაკითხვისთვის დაიბარეს და არა გასაუბრებისათვის. 36 საათიან ავტობუსით მოგზავრებს ეუბნებიან:.- “თქვენ რომ საქართველოში არც სახლი გაქვთ, არც სამუშაო ადგილი და არც ნათესავი, რატომ გინდათ გადმოსახლდეთო?” აი, ეს ყოფილა მთელი გასაუბრება. ეს ახალგაზრდების შევრაწყოფაა. მე კი ვერ ვაპატიებ მათ. ძალიან ვწუხვარ, რომ 400 წლის წინ შაჰ აბასმა საქართველოს წაართვა ის ხალხი და ახლა კი საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველო წაართვა ამ ხალხს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close