საზოგადოება

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისა და საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

 

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank -ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2018 წელს განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Excellence Quality ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით ფულადი გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისთვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული  STP პროცესებისთვის.

 

Related Articles

Back to top button
Close