საზოგადოება

მედმუშაკს, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი, პასუხისმგებლობა ელის

ოთარ ჩრდილელი, ჟურნალისტი, პარლამენტის ყოფილი წევრი:

_ თუ დადასტურებულია, რომ ფარმაცევტული კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ოთხი დღე სამსახურში დადიოდა, მას კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა, სხვა პირებთან ჰქონდა, იყო დაკრძალვაზე თუ სხვა მასშტაბური საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, აუცილებლად უნდა იქნას მკაცრი ზომები მიღებული:

ყველაზე მცირე თუ რამ ხარისხი ან ლიცენზია პირადად მას გააჩნია-უნდა ჩამოერთვას, აქ შეუძლებელია თვალის დახუჭვა.

ადამიანი, რომელიც თვითონ უნდა იყოს პირადი მაგალითი, იქცევა უპასუხისმგებლოდ, მისი შეგნებული თუ შეუგნებელი დაუდევარი ნაბიჯით ათეულობით თუ ასეულობით მოქალაქის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე.

ეკონომიურად დააზარალა მოქალაქეები და სახელმწიფო

სამედიცინო აკადემიური წრე, ძალიან პატარაა. ყველამ ყველაფერი ვიცით, ვინ ვინაა: ვისი კაცია თუ ქალია და რადგან არ ვამბობთ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ამბავმა ჩაიარა…

გამოჯანმრთელების შემდეგ

ამ პიროვნებამ პასუხი უნდა აგოს, კანონის თუ არა საზოგადოების წინაშე მაინც და ჯანდაცვის სფეროში, თუნდაც კერძო კომპანიაში- მისი მაღალ თანამდებობაზე ყოფნა დაუშვებელია…

Related Articles

Back to top button
Close