საზოგადოება

ნიკა გვარამია: ჩემთვის გასაკვირია, როგორ აიღო ნაირა გელაშვილმა ტოლერანტობის ჯილდო

მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს დაბრუნების საკითხს რუსთავი 2-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნაირა გელაშვილი არ მიაჩნია მნიშვნელოვან და საინტერესო ფიგურად.

„ნაირა გელაშვილი მიმაჩნია ძალიან კარგ მწერლად, მაგრამ არ მიმაჩნია მნიშვნელოვან და საინტერესო ფიგურად.  მისი აზრი საზოგადოებრივ მოვლენებზე საერთოდ არ მაღელვებს, რადგან მგონია, რომ ფაშისტია.  ჩემთვის გასაკვირია, როგორ აიღო ტოლერანტობის ჯილდო, მაგრამ ჩვენ არაფრის დაბრუნებას არ ვაპირებთ, ვამაყობთ აღებული ჯილდოთი და ნაირა გელაშვილს, როგორც უდნა ისე მოიქცეს. მე მას, როგორც საზოგადო მოღვაწეს, პატივს არ ვცემ, როგორც მწერალ კი ძალიან დიდ პატივს ვცემ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ,  “კავკასიური სახლის” ხელმძღვანელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა  მიღებული  ჯილდო – ტოლერანტობის ქომაგი სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოს უკან დაუბრუნა.

როგორც თავად განმარტავს, არ სურს ჯილდოს ფლობით  გიგა ბოკერიასთან და „რუსთავი 2“-თან, როგორც სიცრუის კონვეიერთან,  იყოს გათანაბრებული.

ნაირა გელაშვილს აღნიშნული  ჯილდო 2009 წელს აქვს მიღებული.

სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ წლევანდელი  ,,ტოლერანტობის  ქომაგები”  კი16 ნოემბერს დააჯილდოვა.

დაჯილდოვება  ყოველწლიურად იმართება და საპატიო სიგელებითა და პრიზებით აჯილდოებენ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებმაც საქართველოში  ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.

წყარო

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close