მსოფლიო

პირველი მუსლიმი გეი წყვილი დაქორწინდა

დიდ ბრიტანეთში პირველი მუსლიმი გეი წყვილი დაქორწინდა. ახალდაქორწინებულები იმედოვნებენ, რომ ამ ნაბიჯით მსოფლიოს გააგებინებენ – შესაძლებელია იყო გეი და ამავდროულად მუსლიმი.

​ჯაჰედ ჩოუდჰარი და სინ როგანი ცოტა ხნის წინ დაქორწინდნენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუსლიმმა ერთსქესიანმა წყვილმა ოფიციალურად იქორწინა. წყვილი ქორწილის დღეს ტრადიციულ ბანგლადეშურ სამოსში იყო შემოსილი.

24 წლის ჩოუდჰარის თქმით, ის ოჯახში თავს “შავ ცხვრად” გრძნობდა. იგი გამოდევნეს ადგილობრივი მეჩეთიდან და სხვა მუსლიმებისგან მუდმივ შევიწროებას განიცდიდა. ჩოუდჰარი თავს მარტოსულად გრძნობდა, სანამ 2015 წელს სინ როგანი არ გაიცნო. მათი საერთო თანაცხოვრებაც სწორედ 2015 წლიდან დაიწყო.

​სინ როგანის თქმით, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მეუღლის გვერდით იქნება და ყველა პრობლემას ერთად გადალახავენ.

“იყო გეი, ეს არ არის არასწორი. ხალხს უბრალოდ ცოტაოდენი მხარდაჭერა სჭირდება”, – ამბობს სინ როგანი.

პირველი არხი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close