საზოგადოება

,,მხოლოდ ფულის აკრეფა ადარდებთ და ვის ვუხდით და რატომ?”- მოაშორონ ეს უსაქმური კომპანია!

,,მივესალმები თუ სითი-პარკის წინააღმდეგ დაიწყება სასამართლო დავა და გააძევებენ საქართველოდან.
საინტერესოა ისიც, თუ რატომ ჩაიდო 25 მილიონიანი პირგასამტეხელო.
თანახმა ვარ ნებისმიერი პირობით მოიშორონ ეს ყველაზე უსაქმური კომპანია, რომელიც სადგომების დახაზვითაც კი არ იწუხებს თავს.
ეს საქმე უნდა ითავოს მერიამ და შემოსული თანხები მიმართული იქნას ბიუჯეტში. სითის კონტროლიორები შესაძლებელია დაასაქმოს მერიამ იმავე სფეროში.
ასევე მოაწესრიგეთ სადგომების მეურვეები. თავი მოიყვანონ წესრიგში და ნუ დაბანცალობენ ნასვამ მდგომარეობაში, პასუხსაც არაფერზე აგებენ. უმეტესობა არაფერს არეგულირებს, მხოლოდ ფულის აკრეფა ადარდებთ და ვის ვუხდით და რატომ?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close