პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: თურმე სად ვბანაობდი…

,,ცნობილი მიზეზისდა გამო, 2012 წლის 1 ოქტომბერს ბრიუსელში შევხვდი. საქართველოში 15 ოქტომბერს დავბრუნდი. მანამდე იყო უმძიმესი ერთი თვე… არ ვიცოდი, საერთოდ მომიწევდა თუ არა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. ოჯახი, შვილები- თბილისში. მე- ბელგიაში. ყველა საელჩომ დაჩის და ნინის საზღვარგარეთ გაყვანაზე უარი მითხრა. ის თვე სულიერი წამების ერთი, გრძელი თვე იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ. 2012 წლის 15 ოქტომბერს, როცა ჩვენი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ეშვებოდა, დათო თარხან-მოურავს ვუთხარი: რა ბედნიერებაა, რომ მორჩა ის ბოროტება და აღარასდროს მომიწევს აქციაზე მეგაფონით დგომა- თქო. თურმე სად ვბანაობდი.

ახლა რა ადვილად ლაპარაკობენ თავგანწირვაზე. არაფერს ფასი აღარა აქვს. ვიღაცა აქციებზე “აჩკებით” დადიოდა და ლამისაა ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოს, შენზე მეტი მე ვიბრძოლეო. 2012 წლის იდეალებიდან “ქართულ ოცნებაში” რა დარჩა? რეალურად შიდა გადატრიალება. რეჟიმთან მებრძოლი “ქართული ოცნების” ლიდერებისა და წევრების ჩაჩოჩება, არსაიდან მოსული, ახალი ბოკერიების გრიალი… ჯიბეშიჩადებული კონსტიტუცია, უზურპირებული საარჩევნო სისტემა და სიღარიბე. შემოხაზეთ ახლა პარტია, რომელმაც ქართველ ხალხს მოუხაზა. გამოვფხიზლდეთ, გამოვფხიზლდეთ…” _ აცხადებს პარლამენტის ვიცესპიკერი, ირმა ინაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close