საზოგადოება

,,თუ საქართველოს ხელისუფლებას აქვს დახმარების საშუალება, უპირველესად, ქართველ სტუდენტებს დაეხმაროს”

გიორგი თევზაძე, ქართველი ახალგაზრდები უფინანსობის გამო სწავლას ვერ აგრძელებენ, ხელისუფლება კი ბიუჯეტიდან უცხოელ სტუდენტების სწავლებას დააფინანსებენ…?

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ და 2018 წლის 6 თებერვალს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ დადგენილებას, რომელიც ეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხიელის სტუდენტების დაფინანსებას.

გიორგი თევზაძე:

_  როგორც მედიით გავრცელდა,  სახელმწიფო უცხოელ სტუდენტებს დააფინანებს. პროგრამის ბენეფიციარები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში სწავლობენ და ისწავლინ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. დაფინანსებას მიიღებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის სტუდენტები. მთავრობის დადგენილების თანახმად, დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისების“ პროგრამის „ცოდნის კარის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან. პროგრამას ადმინისტრირებას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. დეპარტამენტი აფორმებს ხელშეკრულებას იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელშიც ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე სწავლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პროგრამა ძალაშია 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ”

გაოცებას ვერ ვმალავ და თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ამგვარი მიდგომა სახელმწიფოსგან მაშინ, როდესაც ათასობით ქართველი სტუდენტია სასწავლებლის გარეთ დარჩენილი – თანხის გადაუხდელობის გამო. თუ სახელმწიფოს აქვს დახმარების საშუალება, პირველ რიგში, ქართველ სტუდენებს უნდა დაეხმაროს და გამოუყოს შესაბამისი დაფინანსება. ძალიან ბევრი, ვერ აგრძელებს სწავლას უფინანსობის გამო. ეს სტუდენტები საქართველოს მომავალს წარმოადგენენ და საერთოდ, საქართველოს მომავალზე და მომავალი თაობის განათლების მიღებაზე რატომ არ ფიქრობს ვინმე?  საინტერესოა, რას უკავშირდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება?

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close