საზოგადოება

გოგონა, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, 1tv.ge -ში მუშაობდა

თბილისის ერთ-ერთ უბანში, 20 წლის ქრისტინა ბაბლუანი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ვერსიით, გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

როგორც შსს-ში „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც გოგონას ფეისბუქგვერდიდან შევიტყეთ, მას დამთავრებული ჰქონდა შავნაბაადას საერო გიმნაზია და უნივერსიტეტი.  2018 წლის 1 სექტემბრიდან კი მუშაიბა პირველ არხზე და 1tv.ge-ზე  დაიწყო.

Related Articles

Back to top button
Close