საზოგადოება

თეონა ჭალიძე: სამშვილიანი ოჯახების დახმარება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ?

თეონა ჭალიძე, პოლიტიკური პლატფორმა ,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი:

_ მრავალშვილიან ოჯახებს რეალური თანადგომა სჭირდება და არა ეს ფორმალური, ფასადური მიდგომა. ესაა სოციალურად უპასუხისმგებლო პარლამენტარების ინიციატივა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და მოადგილემ ტვინი იჭყლიტეს და ,,სასწაული” ინიციატივით გამოვიდნენ.

 მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსი განისაზღვრება და 4 შვილი და მეტი ვისაც ეყოლება, ისინი მიიღებენ თანხას. კერძოდ, ვისაც ოთხი შვილი ჰყავს ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახები მეხუთე და მომდევნო ბავშვზე დამატებით 10-10 ლარს მიიღებენო. ელექტროენერგიის სუბსიდირებაზეა საუბარი თუ ეს კიდევ დამატებით იქნება, ეგ ჯერ ვერ დავაზუსტე

 მთავრობა დასცინის ხალხს! თუმცა მრავალშვილიანის სტატუსის განსაზღვრა ცალსახად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ არა ასე.

პს: მერია მრავალშვილიან ოჯახებად მიიჩნევს მათ, ვისაც 3 და მეტი შვილი ჰყავთ და თითო ბავშვზე თვეში 50 ლარს ურიცხავს. ეს ეხება იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც 70000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ. ასეთი დახმარება თბილისში 14 217 ბავშვზე გაიცემა.

შესაბამისად ეს სოციალური პროგრამა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, კერძოდ სამ შვილიანი ოჯახების დახმარება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close