,,ზოგიერთს ჰგონია, თავად თუ კარგად არის, ე.ი. ქვეყანა და ხალხიც ბედნიერია”
,,აღარ შევალ განხილვაში “უცნობის” სიძეა მართალიი თუ ხაშიკაშვილი, მაგრამ ერთი ვიცი, ამ ქვეყანაში ყველა საკუთარი კეთილდღეობიდან გამომდინარე მოქმედებს. ზოგიერთს ჰგონია, თავად თუ კარგად არის, ე.ი. ქვეყანა და ხალხიც ბედნიერია. ეს დამღუპველია.
“უცნობმა” გვაუწყა, რომ მის სიძეს ბიზნესის კეთებისთვის თავისი სახლი ჩაუდვია იპოთეკაში, იმ მიზეზით ტენდერში ვერ გაიმარჯვა და მის სახლს საშიშროება ელის. ასეთ გულანთებულ, საზოგადოებაზე “მზრუნველ” კაცს, ამ განცხადების გაკეთების დროს არ უფიქრია, რომ ათასობით იპოთეკით დაზარალებული ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომლის ნაწილმა სახლ-კარი დაკარგა, ნაწილმა ამ პრობლემას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
იმედი ნამდვილად მქონდა, ოდესღაც ეშველებოდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, თანდათან, ეს იმედიც მეცლება ხელიდან და სასოწარკვეთილი ვარ, როცა მსგავს საოცრებებს ვისმენ!
გულწრფელი ადამიანები თითქმის აღარ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ..
სამწუხაროა!” _ წერს ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე.