საზოგადოება

,,დავით კირვალიძე და ,,სასტავი” სკანდალს ამზადებენ, რომელიმე მედიას რომ ,,გააჯაზებინონ” _ თქვენთვისაც მოვიცლი!

გოჩა მირცხულავა, ჟურნალისტი:

_ რას არ გაიგებს კაცი… მოკლედ, დავით კირვალიძე და “სასტავი” ფაროსანას რომ არ გადაყვნენ და მელიორაციის 75 მილიონიც შეახრამუნონ, სკანდალს ამზადებენ და ოთარ დანელიას მინისტრობის დროინდელ დარღვევებს ეძებენ, რომ რომელიმე მედიას “გააჯაზებინონ”. იმედოვნებენ, “სკანდალს” რ2, ტვ პირველი და სხვა მედიაც აიტაცებს. კონკრეტული გაზეთიც ვიცი სად უნდა მიიტანონ და კონკრეტული პერსონა, ვინც უნდა მიიტანოს. ამ ყველაფერში ფული ვინ უნდა გადაიხადოს ეგ ამბავიც გასკდა ჯიგრებო. დავალებები ისე მაინც გაეცით, რომ ჩემამდე არ მოვიდეს. და კიდევ, ფაროსანას ამბებით უკმაყოფილო სხვა დეპუტატებზეც “მოვაგროვოთ რამე” – ეს რა დავალება იყო? 
  რა სასაცილო და ყველაფერზე წამსვლელი ხალხი ხართ! ამ დროს კი მინისტრი დავითაშვილი ბაიბურში არ არის, არა და დანელიას მოადგილე იყო როგორც მახსოვს. მოკლედ, ყველაფრის მკადრებელი სასტავია რა. ისე, მგონი დაგავიწყდათ ივანიშვილის პრიორიტეტები ბიჭებო.
 ვაჰ, რა შარში ვართ.
პ.ს. ეს დღეები თქვენი თავი არ მაქვს, მაგრამ მოვიცლი აუცილებლად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close