დავით ასათიანი ისრაელის პარლამენტის – ქნესეთის დეპუტატსა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დავით ასათიანი, ისრაელის პარლამენტის – ქნესეთის დეპუტატსა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრს შეხვდა.
ქნესეთის დეპუტატმა გამოთქვა სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ისრაელისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩამოყალიბდება სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა გადაადგილებისა და დაცულობის, ასევე, ბიზნესის თანამშრომლობის მხარდაჭერას ორ ქვეყანას შორის.
“ჩვენთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა, რომ გაფორმებულ მემორანდუმს მხარს უჭერენ არამხოლოდ ჩვენი კოლეგები, არამედ მოვიპოვეთ ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერაც. მე მჯერა, ამგვარი შეთანხმებები ხელს შეუწყობს როგორც იურიდიული პროფესიების თანამშრომლობას, ასევე ბიზნესისა და ქვეყნებს შორის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავებას” – განაცხადა დავით ასათიანმა.